კახა კალაძე - წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შემდეგ, გადაადგილების კუთხით ძალიან დიდი პრობლემები იქნება - წინასწარ ვამბობთ ამას, ვნახავთ გადაჭედილ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით

დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, წინასწარ ვამბობთ ამას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაადგილების პრობლემები რეაბილიტაციის დასრულებისთანავე მოგვარდება.

„დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის. წინასწარ ვამბობთ ამას, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით. როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა