ხატია დეკანოიძე ოპოზიციონერი დეპუტატების მივლინების გამო პლენარული სხდომის გადადებაზე - ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, სასაცილო იყო ეს ყველაფერი

საღამოს გავიგეთ, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი. სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა ვართ ოპოზიცია პარლამენტში და უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონოდა - ძალიან ვწუხვარ, რომ ლევანს (ბეჟაშვილს) აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სხდომის გადადებას და ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში წასვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრა პარასკევს გაიმართა და პარასკევს მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ 50 ხმა რიგგარეშე სხდომაზე კომისიის შექმნას ექნებოდა და მხოლოდ 2 დეპუტატი იყო მივლინებაში, ორშაბათს საღამოს კი გაირკვა, რომ მივლინებაში წითლიძე და ხაბეიშვილიც წავიდნენ.

ამასთან, დეკანოიძე აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევის გამო, მან თავად გადადო მივლინება, რომელიც შაბათს ჰქონდა დაგეგმილი.

"ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პარასკევს, ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინეთ და მგონი, საკმარისია ტყუილები. პარასკევს გვქონდა შეხვედრა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის და მას ესწრებოდნენ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი დეპუტატები და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მნიშვნელოვანი იყო, გაგვერკვია დეტალები გვქონდა თუ არა 50 ხმის მობილიზების საშუალება სამშაბათს. ყველამ იცოდა, რომ ორშაბათს უნდა მიგვემართა პრეზიდენტისთვის, ასეთი კომუნიკაცია გვქონდა. მაშინ მოვისმინეთ ასეთი პასუხი, რომ არ არის ქვეყანაში მხოლოდ ორი დეპუტატი - რამაზი და კობა ნაყოფია, ეს ინფორმაცია გვითხრა ფრაქციის სახელით (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა). მე პირადად არ წავედი მივლინებაში, რადგან ვიცოდი, რომ ეს სხდომა შეიძლება ჩაენიშნა პრეზიდენტს 48 საათში და მივლინებაში მივდიოდი შაბათს. ამ შეხვედრის შემდეგ არავითარი კომუნიკაცია არ მქონია ამ საკითხზე, რადგან ვიცოდით, რომ 50 ხმა გვქონდა. საღამოს გავიგეთ უკვე, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი (წითლიძე და ხაბეიშვილი), ამიტომ დადგა ის მომენტი, როცა ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა ვართ პარლამენტში ისედაც ოპოზიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონოდა. ვერ გეტყვით, "ნაციონალურ მოძრაობაში" როგორი იყო კომუნიკაცია. ძალიან ვწუხვარ, რომ ლევანს აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, ეს შემიძლია გითხრათ. ამბობენ, რომ 10 დღის წინ ყოფილა ეს ყველაფერი დაგეგმილი (პოლონეთში წითლიძის და ხაბეიშვილის ვიზიტი), მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობა არსებობს შიგნით ფრაქციაში. მე არ ვერევი არც მათი ფრაქციის და პარტიის საქმიანობაში, არც მივლინებებში, ეს ჩემი საქმე არ არის. უბრალოდ, მაწუხებს ოპოზიციის იმიჯი, ისედაც ჩვენ დაზიანებული ვართ, ოპოზიციას არ ენდობა ბევრი ადამიანი და ასეთი ფაქტები ოპოზიციას კიდევ აზიანებს,"- განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო, რომ არ იცოდა გადაწყვეტილებების შესახებ, როგორიც იყო მაგალითად, პოლიტსაბჭოსთან, 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით და იყო სერიოზული აქტიურობა ვანო მერაბიშვილის მხრიდან.

"ჩვენ სამწუხაროდ, რასაც ვედავებით "ქართულ ოცნებას", ასეთი სარკე არ უნდა იყოს, მათ შორის, ოპოზიციაში. ახლა მაგალითად, ვერ გავიგე , როგორ მოხდა, რომ 2 დეპუტატი წავიდა ისე, რომ არ იცოდა ფრაქციამ, ძალიან უცნაურია და დიდი იმედი მაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, გამოასწორებს ამ მდგომარეობას, რადგან ახლა ნამდვილად არ არის საუკეთესო ფორმაში," - განაცხადა დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს