ნინო ბურჯანაძე - ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ? - ისინი თავის გასაკეთებელ საქმეს ისედაც გააკეთებენ, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ

ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ? - ისინი თავის გასაკეთებელ საქმეს ისედაც გააკეთებენ, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაფასებისას განაცხადა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი კვლავ დასავლეთის პოზიციაზე ფიქრობენ.

„მე მრჩება ისევ იმის შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ისევ ვფიქრობთ, 2024 წელს დასავლეთის პოზიციას რამდენად დიდი მნიშვნელობა ექნება. ისევ მხოლოდ დასავლეთის იმედად გვინდა, რომ 2024 წელს არჩევნებზე გავიდეთ, სადამდე შეიძლება? ნახევრად დასავლეთია დამნაშავე სასამართლო რეფორმას რომ ვერ მივაღწიეთ? არ ვვარგივართ ჩვენ და კიდევ ნუ ვიქნებით იმათი დახმარების იმედზე. ისინი თავის საქმეს ისედაც გააკეთებენ, ჩვენ, ოპოზიციამ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გადაცემაში მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების საკითხზეც.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლებას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის წერილი უნდა მიეწერა, რომ აღნიშნულ საკითხს შეისწავლიდნენ და დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდნენ.

„როგორც წესი, ვამბობდით, რომ არის პრობლემები, პრობლემებს გამოვასწორებთ, ვმუშაობთ. როდესაც დიალოგში შედიხარ და როდესაც მართლა ბევრი ადამიანი იყო, ვინც მართლა ცდილობდა, რომ რაღაც გამოესწორებინა, ეს გარკვეულწილად არბილებდა დასავლეთის დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

თავისუფალ სასამართლოს გთხოვენ ხომ? - ადექი და დაწერე წერილი, ოღონდ არა ის, რაც დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან რაც უპასუხა პრემიერმა, არამედ დაწერე: „ვწუხვართ, ჩვენ ვთვლით, რომ თქვენ ცდებით, მაგრამ ვინაიდან, თქვენ ეს ინფორმაცია გაქვთ, ჩვენ გადავამოწმებთ ამ ინფორმაციას, შევისწავლით, მოგაწვით დამატებით ინფორმაციას და ერთად განვიხილოთ, თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ცდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ამ სანქციებს უკან წაიღებთ, ხოლო თუ ჩვენ ვცდებით და მართლა პრობლემაა, ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ“. ამის დაწერას რა უნდა? ვინ უტევს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სახელმწიფო მდივანს? აბა თქვენ იცით!“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის განმარტებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არ არის.

„ეს არ არის შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არ არის სუვერენიტეტის შელახვა. რატომ შიდა საქმეში ჩარევა, თუ მე შენ გეუბნები, რომ არ მომწონხარ და ჩემ ქვეყანაში აღარ შემოგიშვებ? ამერიკას არც ქონება წაურთმევია ამ მოსამართლეებისთვის და არც ბორკილები დაუდია, გეუბნება, რომ მე ვიზას ჩემს ქვეყანაში არ მოგცემ, აღარა ხარ სასურველი სტუმარი, ეს არ არის არანაირი სუვერენიტეტის შელახვა. ცოტა მეტი კომპეტენცია რომ ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას, მაშინ სხვა ტერმინებით და სხვაგვარად ილაპარაკებდნენ ყველასთან, მტერთანაც და მოყვარესთანაც, მაგრამ არც მტერთან შეუძლიათ ლაპარაკი და არც მოყვარესთან და პირველყოვლისა, არც საკუთარ ხალხთან და საზოგადოებასთან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო