ბაჩო დოლიძე - ვინც არ იზიარებდა მერაბიშვილის პოლიტიკას, კარი დაუკეტეს, უამრავი ადამიანი დარჩა იგნორირებული, ბუნებრივი იყო, შევქმნიდით სივრცეს, სადაც მათ თავს მოვუყრიდით - ეს არის გაერთიანების და არა დაქსაქსვის ოფისი

დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის კარი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამოა დაკეტილი, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას შეეხება.

როგორც დოლიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი მენეჯმენტი გადაწყვეტილებებს მათგან დამოუკიდებლად იღებს და არც აზრს ეკითხებიან.

მისივე თქმით, ახლა პარტიაში ის კონფიგურაციაა, რომელიც დღევანდელ რეჟიმს ვერასდროს დაამარცხებს.

„სამწუხაროდ, ვინც არ იზიარებდა ვანო მერაბიშვილის პოლიტიკას, ყველას კარი დაუკეტეს, უამრავი ადამიანი დარჩა იგნორირებული, შესაბამისად, ბუნებრივი იყო, შევქმნიდით ისეთ სივრცეს, სადაც ამ ადამიანებს, ყველას ერთად თავს მოვუყრიდით, ეს ოფისი არის გაერთიანების ოფისი და არა დაქსაქსვის. პარტიას უამრავი ოფისი აქვს, 2 თვეზე მეტი გავიდა, არსად არ გვეძახიან არც მე და არც ჩემს მეგობრებს. შესაბამისად, ეს აბსოლუტურად ბუნებრივი იყო. ცოტა გამიკვირდა ეს აჟიოტაჟი, გამიკვირდა ეს აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება, რაც შუაღამისას დაიდო. აბსოლუტურად სხვა რეაქციას ველოდი, პარტიას შეემატა კიდევ ერთი ოფისი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარტია ოფისს ხსნის. რატომ მოხდა ასეთი ისტერიკის ჩატარება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია“, - აცხადებს დოლიძე.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, უახლოეს პერიოდში, ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყონ, დოლიძე ასე პასუხობს:

„არა, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, პარიტეტები იყოს დაცული, არ უნდა დაგვავიწყდეს, პარტიის ნახევარი იმ პოზიციას იზიარებს, რომელზეც ჩვენ ვიდექით. იმის გამო, რომ ახალ მენეჯმენტთან ჩვენი თანხვედრა ვერ არის, რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა, ქუჩაში წავიდეს, კარი მოიხუროს და პოლიტიკურ აქტიურობას გამოეთიშოს? იმ განცხადებაში ვუსმენ და ვკითხულობ, რომ გეუბნებიან, წადითო. მგონი, ერთადერთი მენეჯმენტია ოპოზიციაში, რომელიც ხალხს გაგდებისკენ მოუწოდებს ნაცვლად იმისა, რომ შემოიკრიბოს. რა თქმა უნდა, შეიქმნებოდა პლატფორმა, სადაც ბევრი ადამიანი მოვა, ამ ტექსტის შინაარს რომ წაიკითხავ, როგორ უნდა გაგიჩნდეს მისვლის სურვილი, 2 თვეზე მეტია, ახალი მენეჯმენტის მხრიდან არავითარი კომუნიკაცია არ დამყარებულა ჩვენთან, არც ერთი აზრი გაზიარებულა. მუდმივად ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, საერთოდ, აზრსაც არ გეკითხებიან. შეიძლება გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ აზრი ხომ უნდა მოისმინო? იქნებ საპირისპირო არსებობს. ვფიქრობ, ბევრისთვის გაიხსნა სხვა კარი, რომელიც იგივე პლატფორმაზეა. მივიჩნევ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პლატფორმა, საიდანაც შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. უბრალოდ, დღეს ის კონფიგურაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ვერასდროს დაამარცხებს ამ რეჟიმს. ეწყინებათ თუ არა ჩემ მეგობრებს, ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა შევეგუოთ.

ვფიქრობ, პირველ რიგში, პარიტეტია დასაცავი, არ შეიძლება პარტიის ნახევრის იგნორირება. ჩვენ რომ გაგვემარჯვა, ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს არ მოვუსმენდით? ჩვენ ხომ ვიყავით მენეჯმენტში? აბსოლუტურად ყოველთვის ესწრებოდნენ თათბირებსაც, ჩვეულებრივად ვეძახდით, მიმდინარეობდა პოლიტიკური ცხოვრება. დღეს, სამწუხაროდ, კარი დაკეტილია ძალიან ბევრი ადამიანისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ვანო მერაბიშვილის პოზიციას არ იზიარებენ. ამ კარს ყველა შემთხვევაში გავხსნით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთპიროვნულად მართვა ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. როცა ვსაუბრობთ, რომ კოალიციური მმართველობა გვჭირდება ხელისუფლებაში, გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ ჩვენივე მოქმედებებით, რომ კოალიციური თანაცხოვრება შესაძლებელია პარტიაში და ანალოგიური მოდელი იმუშავებს ხელისუფლებაში. თუ პარტიაში ვერ შევძელით ეს ყველაფერი, ხელისუფლებაში მოსვლას უნდა დავემშვიდობოთ ამ მოდელის გათვალისწინებით და გამოყენებით. ეს მიზანი მიღწევადია, ძალიან ვწუხვარ ამ გაუგებარი განცხადების გამო, თან ყველაფერი გამჭვირვალედ გაკეთდა, პარტიას ვაცნობეთ, რომ აღნიშნულ ოფისს ვიღებდით, ყველა ნორმა დაცულია. შესაბამისად, რეაგირებაც თავდაპირველად ადეკვატური იყო, მაგრამ ეს განცხადება არაფერში წერია, არ ვიცი ვის რაში დასჭირდა ამ განცხადების გაკეთება“, - განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას მიერ ახალი ოფისის გახსნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებით გამოეხმაურა. პარტიის განცხადებით, „გაუგონარია თუ რას ემსახურება პოლიტიკური ოფისის არსებობა, სადაც შეკრებილები თავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას“. მათივე განცხადებით, „სეპარატიზმის მცდელობები აზიანებს პარტიის საუკეთესო ინტერესებს“.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით