არჩილ თალაკვაძე - დავით კეზერაშვილი ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა მან დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს - საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის მიერ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის სხვისთვის გადაცემა უნდა შეფასდეს არა გადაფორმებად, არამედ „ტელევიზიის გადამალვად“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კეზერაშვილი ცდილობს, ტელევიზიას საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას.

„თავისუფალი ჟურნალისტიკა შეუთავსებელია იმასთან, რომ დავით კეზერაშვილი, მაღალი ალბათობით, საერთაშორისო თაღლითობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს მედიის საქმიანობას. ამიტომ, ეს უნდა შეფასდეს არა ტელევიზიის ვინმესთვის გადაცემად ან გადაფორმებად, არამედ ტელევიზიის გადამალვად. ცდილობს, საკუთარი მძიმე რეპუტაციის ტვირთი დროებით მაინც ჩამოხსნას ტელევიზიას, რათა ამ მედიამ აქამდე დასახული ამოცანების შესრულება გააგრძელოს. საბოლოო ჯამში, საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. როგორც არ უნდა ეცადოს კეზერაშვილი, რომ პარტიის ან მედიის უკან დაიმალოს, საზოგადოებისთვის სიმართლე ცნობილია და უნდა ველოდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი მის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს, ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ კი, სრულად გადასცემს დარჩენილ წილსაც.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი