ირაკლი კობახიძე - კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ჩვენთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი

ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართა და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და რა თქმა უნდა, კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ჩვენთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის ეს პრინციპის საკითხია.

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა რაიმე ფორმით დაჩრდილოს. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე, ეს იყო უმძიმესი ვითარება, ეს იყო სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. საქართველოში ეს დრო, რა თქმა უნდა, არასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო საკითხთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია, კობახიძე აცხადებს, რომ არავის არაფრის ეშინია.

"რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საგამოძიებო კომისია შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი კრიმინალური სასამართლო სისტემა. თავის დროზე, ამ სისტემას უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეეწირა. შესაბამისად, ამ პირსისხლიან პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო კომისია შექმნას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სასამართლო სისტემაში ვითარება ფუნდამენტურად არის გაჯანსაღებული.

„სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად არის ვითარება შეცვლილი და არა მარტო შეცვლილია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასამართლო სისტემაში ყველა სისტემური პრობლემა აღმოფხვრილია. სწორედ ამის მტკიცებულებაა ის სტატისტიკა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ნახეთ, რომ გუშინ ვერცერთი რეპლიკაც კი, ვერ დაუპირისპირეს ამ სტატისტიკას. იმდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რასაც მოწმობს ეს სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ ამაზე ვერაფერს ამბობენ. ეს სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, შესაბამისად, ამას ვერაფერს უპირისპირებს ვერც ოპოზიცია, ვერც ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამზადებენ განცხადების ტექსტებს, ვერც "ენჯეოები", უცხოელი აგენტები და ა.შ. ვერავინ უარყოფს იმას, რომ სასამართლოში ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად შეცვლილია ვითარება. შესაბამისად, მთელი ეს კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ისახავს ერთადერთ მიზანს და ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

ირაკლი კობახიძე - კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ჩვენთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი

ჩვენ დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართა და სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ. ეს იყო სოლიდარობის კიდევ ერთი აქტი და რა თქმა უნდა, კვლავაც გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობამ“ საქართველოში არ შექმნას საგამოძიებო კომისია სასამართლოს საკითხებზე, ჩვენთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიისთვის ეს პრინციპის საკითხია.

„რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს, უცხოელ აგენტებს ჩვენ ვერ შევაქმნევინებთ საგამოძიებო კომისიას სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ და არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს მიღწევა რაიმე ფორმით დაჩრდილოს. სასამართლო აუცილებლად დარჩება დამოუკიდებელი. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე, ეს იყო უმძიმესი ვითარება, ეს იყო სისხლიანი, კრიმინალური სასამართლო სისტემა, რომელსაც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ სააკაშვილი და ადეიშვილი. საქართველოში ეს დრო, რა თქმა უნდა, არასდროს დაბრუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ „ქართულ ოცნებას“ სასამართლო საკითხთან მიმართებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ეშინია, კობახიძე აცხადებს, რომ არავის არაფრის ეშინია.

"რაც შეეხება გამოძიებას, აქ არავითარი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს საგამოძიებო კომისია შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვალაპარაკებთ სასამართლოზე „ნაცმოძრაობას“. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. „ნაცმოძრაობა“ არის კრიმინალური, სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავის დროზე შექმნა სისხლიანი კრიმინალური სასამართლო სისტემა. თავის დროზე, ამ სისტემას უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეეწირა. შესაბამისად, ამ პირსისხლიან პოლიტიკურ ძალას არავითარი მორალური უფლება არ აქვს, რომ სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით რაიმე საგამოძიებო კომისია შექმნას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ სასამართლო სისტემაში ვითარება ფუნდამენტურად არის გაჯანსაღებული.

„სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად არის ვითარება შეცვლილი და არა მარტო შეცვლილია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სასამართლო სისტემაში ყველა სისტემური პრობლემა აღმოფხვრილია. სწორედ ამის მტკიცებულებაა ის სტატისტიკა, რომელზეც გვქონდა საუბარი. ნახეთ, რომ გუშინ ვერცერთი რეპლიკაც კი, ვერ დაუპირისპირეს ამ სტატისტიკას. იმდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რასაც მოწმობს ეს სტატისტიკური მაჩვენებლები, რომ ამაზე ვერაფერს ამბობენ. ეს სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ სასამართლოში ყველა სისტემური პრობლემა არის აღმოფხვრილი. ეს არის უტყუარი მტკიცებულება, შესაბამისად, ამას ვერაფერს უპირისპირებს ვერც ოპოზიცია, ვერც ის ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამზადებენ განცხადების ტექსტებს, ვერც "ენჯეოები", უცხოელი აგენტები და ა.შ. ვერავინ უარყოფს იმას, რომ სასამართლოში ფუნდამენტურად, რადიკალურად, დრამატულად შეცვლილია ვითარება. შესაბამისად, მთელი ეს კამპანია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ისახავს ერთადერთ მიზანს და ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ ვერავის მივცემთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის