ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”,- განუცხადეს უწყებაში "ინტერპრესნიუსს".

ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, მას მოქალაქეებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, რის შემდეგაც ცენტრის ადმინისტრაციას მიმართეს, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები ოპერირებდნენ ბიზნესცენტრ "ატრიუმში". როგორც ლაშა ფარულავა განმარტავს, მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს დაუკავშირდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა