უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი ბავშვი დაიბადა

უშვილობის მკურნალობის პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი ბავშვი დაიბადა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახალშობილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მოინახულა.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე იმყოფებოდნენ.

„პროგრამა 2022 წელს დაინერგა, 2023 წლიდან გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი, რაც 700 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობენ აჭარაში მცხოვრები 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება. პროგრამის ფარგლებში გაიცა 150 ვაუჩერი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება