თბილისში სემინარი - “როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და მივაღწიოთ წარმატებას“ გაიმართება

თბილისში სემინარი - “როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და მივაღწიოთ წარმატებას“, გაიმართება.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი.

მათივე ინფორმაციით, სემინარი 24 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება.

"ტრენინგ-სემინარი გაგრძელდება 28 აპრილის ჩათვლით. პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან, ასევე ბიზნეს ასოციაციასთან „ქალები მომავლისთვის” ერთად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია