თბილისში სემინარი - “როგორ მივიღოთ მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში და მივაღწიოთ წარმატებას“, გაიმართება.
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, შეხვედრას გახსნიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი.
მათივე ინფორმაციით, სემინარი 24 აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება.
"ტრენინგ-სემინარი გაგრძელდება 28 აპრილის ჩათვლით. პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან, ასევე ბიზნეს ასოციაციასთან „ქალები მომავლისთვის” ერთად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.