„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“  უკრაინელთა მხარდამჭერი მორიგი პროექტი დაიწყო

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა“ უკრაინელებისთვის, რომლებიც ომის მიზეზით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში იმყოფებიან, ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი ავრცელებს.

ამავე ცნობით, კურსის ხანგრძლივობა 4 თვემდე პერიოდით არის განსაზღვრული და სრულად დისტანციურია.

„კურსი თავდაპირველად ითვალისწინებდა 3 ჯგუფს და თითო ჯგუფში 12 მსმენელს, თუმცა კურსზე რეგისტრაცია გაიარა 500-ზე მეტმა მსურველმა. მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დონორთან შეთანხმებით მოხდა თითოეულ ჯგუფში მსმენელთა რაოდენობის 20-მდე გაზრდა.

მსმენელებს უფასოდ გადაეცათ სწავლისთვის საჭირო მასალები, როგორიცაა სასწავლო სახელმძღვანელო წიგნი და მისთვის განკუთვნილი რვეულები'',- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსი“ აღნიშნულ პროექტს People in Need-ის ფინანსური მხარდაჭერით და ICWAW (International Center of War-Affected Women)-ის პარტნიორობით ანხორციელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია