გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია გაიმართა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის მოწვევით, სამართლის დოქტორის, პროფესორის, მკვლევარისა და მეცნიერის, ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია გაიმართა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებთან საჯარო ლექციაზე განხილული თემა იყო - „სამართლის მომავალი და სამართლის ახალი დარგების წარმოშობა“.

„მოწვეულმა პროფესორმა სტუდენტებთან მიმოიხილა ტექნოლოგიების წარმოშობის ისტორია, მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობები და პერსპექტივები. ისაუბრა ტექნოლოგიების სამართლის, კერძოდ, ბლოკჩეინტექნოლოგიების სამართლისა და ხელოვნური ინტელექტის სამართლის შესახებ, დაახასიათა მისი განვითარების ეტაპები.

შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ რიტორიკულ შეკითხვას: თანამედროვე ტექნოლოგიები - საფრთხე თუ შესაძლებლობები? და განმარტა მისი სამართლებრივი რეგულირების პრინციპები. ლექციამ სტუდენტების დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა პროფესორს სტუმრობისა და საინტერესო ლექციისათვის მადლობა გადაუხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის