26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქები შედის შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქები შედის შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დეპუტატის მანდატისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: ბესიკ წულეისკირი - პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ და გიორგი ხახუბია „ქართული ოცნებიდან“.

არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.

ფოთში 17-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი 08:00 საათზე დაიწყო.

თუმცა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე შეფერხება დაფიქსირდა, რაც ხმის დამთვლელ აპარატთან იყო დაკავშირებული.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, შედგა შესაბამისი აქტები.

მისივე თქმით, პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და აღნიშნულ შეფერხებას არჩევნების მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

26-ე მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც ფოთის 70-ე, სენაკის 64-ე და ხობის 66-ე ოლქები შედის სულ 105 404 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ფოთის 70-ე საარჩევნო ოლქში 17 უბანია გახსნილი და ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 40 598 შეადგენს. სენაკის 64-ე ოლქში 34 საარჩევნო უბანია და 38 255 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო ხობის 66-ე ოლქში 24 უბანია გახსნილი და 26 551 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

26-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მიმდინარეობას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან.

ცნობისთვის, შუალედური არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც 2022 წლის 27 ოქტომბერს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს