ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი საჩივარია შესული

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას ინფორმაციით, საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია შესული.

მისი თქმით, საჩივარში წერია, რომ ამომრჩეველმა ბიულეტენი ვერ მოათავსა ხმის დამთვლელ აპარატში და მას ერთ-ერთი დამკვირვებელი დაეხმარა. მისივე თქმით, ფოთში შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა ნორმალურია.

„ამ დროისთვის ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულია ერთი საჩივარი და ეს არის „სამართლიანი არჩევნების" საჩივარი, რომელშიც კონკრეტულად მითითებული არის, რომ ამომრჩეველმა ვერ განახორციელა ბიულეტენის მოთავსება ხმის დამთვლელ აპარატში და მას დაეხმარა სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი. საოლქო კომისია განიხილავს ამ საჩივარს შესაბამის ვადებში. რაც შეეხება უბნებზე ვითარებას, 06: 45 საათზე ყველა უბანი იყო გახსნილი, ყველა პროცედურა, რაც დაკავშირებული იყო წილისყრის პროცედურებთან ჩატარდა კანონის დაცვით. ხოლო რაც შეეხება ელექტრონულ ტექნოლოგიებს, იყო მცირედი ტექნიკური ხარვეზები, თუმცა ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია შედეგებზე ამ დროისათვის და ჩვეულებრივად. ყველა საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროის მონაცემებით აქტივობა არის ნორმალური, ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს და გვეცოდინება საბოლოო შედეგები”,- განაცხადა სალომე როდონაიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის