მიხეილ დაუშვილი - გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და შეინარჩუნოთ ძალაუფლება  - სერიოზული შანსი გქონდათ, ანტიკორუფციული მიმართულებით სიღრმისეული რეფორმა გაგვეტარებინა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეთ

თქვენ სერიოზული შანსი გქონდათ, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით სიღრმისეული რეფორმა ერთობლივად გაგვეტარებინა, მაგრამ ეს შანსი არ გამოიყენეთ. გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და ძალაუფლება შეინარჩუნოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „ქართულ ოცნებას“ მიმართა.

დღეს კი, დაუშვილის შეფასებით, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა პოლიტიკური კორუფცია და ნეპოტიზმია, რაც ერთმანეთზე სრულად არის გადაჯაჭვული და ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური კორუფციის მიზნებით ხდება და ამის საბოლოო ამოცანა „შავი ფულით“ არჩევნების დაფინანსებაა.

დეპუტატის თქმით, ამ კორუფციას ზოგიერთ შემთხვევაში მივყავართ უდიდეს ტრაგედიებამდე, როგორიც არის მაგალითად, ვაკის პარკის ტრაგედია.

„ორი ძირითადი რამის გეშინიათ - პირველი იმის, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ის კორუფციული ფაქტები, რომლებიც სასამართლო სისტემაში არსებობს. მეორე - გეშინიათ იმის, რომ სასამართლო სისტემაში მაღალი ალბათობით კონკრეტული გავლენის ჯგუფს შესრულებული აქვს კონკრეტული დავალებები თქვენი პარტიული მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ეს არის ძირითადი მიზანი, რის გამოც, თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შეუშალოთ საგამოძიებო კომისიის შექმნას და აქაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კორუფციაა. კორუფციასთან ბრძოლა იყო და არის 12 პუნქტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ სერიოზული შანსი გქონდათ, რომ ანტიკორუფციული მიმართულებით რეალური, სიღრმისეული რეფორმა ერთობლივად გაგვეტარებინა, შეგვექმნა ისეთი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც ექნებოდა გამოძიების ფუნქცია, აღჭურვილი იქნებოდა ყველა იმ ფუნქციით, რაც საგამოძიებო ორგანოს უნდა ჰქონდეს, იქნებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, მაგრამ თქვენ ეს შანსი არ გამოიყენეთ. გჭირდებათ პოლიტიკური კორუფცია იმისთვის, რომ დააფინანსოთ არჩევნები და ძალაუფლება შეინარჩუნოთ. კორუფციული ფაქტების გამოვლენის გამო, ასევე პარტიული ინტერესების შესახებ ფაქტების გამოვლენის გამო ხელს აფარებთ გირგვლიანის, მოლაშვილის მოსამართლეებს თქვენ [ამით] გეშინიათ იმ უამრავი კანონდარღვევის შესახებ ფაქტის გამოვლენის, რომელიც რეალურად სასამართლო სისტემაში არსებობს“, - განაცხადა დაუშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის