გია ვოლსკი - ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია „მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა

ილია ჭავჭავაძეს ლიბერალს ეძახდნენ, მაგრამ სწორედ მისი ლოზუნგია “მამული, ენა, სარწმუნოება“ - ჩვენი პოლიტიკა ამ ლოზუნგის იქეთ არ წასულა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

მისივე თქმით, “არაფერია ახალი იმაში, რომ ეროვნული ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციები “ქართული ოცნებისთვის“ და საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია“.

“ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა პრორუსულობის მაჩვენებელია, კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ასე ფიქრობს, ძალიან დიდი ტრაგედიაა. საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრებების წარმოჩენა, მით უფრო რომ არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა რაიმე საწინააღმდეგო პოზიცია ტოლერანტობასთან, უმცირესობების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არა მხოლოდ გამოხატული, ეს საქმიანობით კონსტიტუციაშია ასახული და წინა პლანზე წამოწეული.

ჩვენი ოპონენტების ნაწილის გააფთრებული მცდელობაა, რომ ამ რეალობიდან წინააღმდეგობის წინაპირობა შექმნან და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს გარკვეული ნიშნით დაუპირისპირდეს. ეს ნიშანი, რაც უნდათ, რომ ყალბმა და ცრუ ლიბერალებმა შემოგვაჩეჩონ ისაა, რომ ერეკლე მეფე მოღალატედ გამოვაცხადოთ, პატრიარქსა და ეკლესიას ვაგინოთ - ლიბერალიზმთან გათანაბრებული ასეთი მიდგომა ქვეყნისთვის დამაზიანებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან