აკია ბარბაქაძე - ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“ შეიქმნება

მოძრაობა „თავისუფლებისთვის - წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარდგება საზოგადოების წინაშე და გააცნობს ხედვასა და კონცეფციას, რომლითაც იმუშავებს ახალი პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“.

აკია ბარბაქაძის განცხადებით, ამ პარტიას ექნება განსხვავებული მიდგომები და მოქნილი, გაბედული ნაბიჯები.

„უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენ განცხადება, შემოვიტანთ სიახლეს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ ვეცდებით, რომ ახალი რეალობა შევქმნათ ქართულ პოლიტიკაში. ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „რუსთაველის გზა“ შეიქმნება. ჩვენი საინიციატივო ჯგუფი წარვდგებით ამ დღეებში და ეს იქნება ჩამოყალიბებული აზრი თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ. ეს იქნება განსხვავებული პარტია და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო, ამას ჩვენ, საინიციატივო ჯგუფი, ერთად წარვადგენთ. თანამოაზრე იქნება ყველა ოპოზიციური დასავლური პოლიტიკური პარტია. ჩვენი პარტია არის რადიკალურად განსხვავებული როგორც სტრუქტურული მოწყობით, ისე ხედვით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა პროცესების მიმართ და ჩვენ გვაქვს ჩვენი მიდგომა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას, სხვა რომელიმე პარტიაში ან სხვა რომელიმე პარტიასთან ერთად განვახორციელოთ ასეთი მიდგომები. მიდგომებში ვგულისხმობ შიდა სტრუქტურას, დამოკიდებულებას პარტიის წევრებსა და საზოგადოებას შორის და ძალიან მოქნილი, გაბედული ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ რომელი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდი დგამს. ეს იქნება ჩვენი მუშაობის შედეგი და ჩვენი ინტერაქცია ჩვენს მოსახლეობასთან და ამომრჩეველთან“,- განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა