სალომე სამადაშვილი - საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და საინტერესოა, რომ ეს არ იცის პარლამენტმა დღევანდელი უმრავლესობის პირობებში, რომელიც 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს ქართველ ხალხს

საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალულია და საინტერესოა, რომ ეს არ იცის პარლამენტმა დღევანდელი უმრავლესობის პირობებში, რომელიც 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც დროშაზე ჩანს საბჭოთა სიმბოლიკა.

ამასთან, სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს უნდა იზეიმოს.

"საბჭოთა სიმბოლიკა, ყველა ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც იყო საბჭოთა კავშირის წევრი ან სატელიტი ქვეყანა და დღეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, ყველგან დღეს არის აკრძალული, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც. საინტერესოა, რომ ამის შესახებ არ იცის პარლამენტმა დღევანდელი უმრავლესობის პირობებში და საბჭოთა გამარჯვების დღეს 9 მაისს საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს საქართველოს პარლამენტი ქართველ ხალხს. ეს აჩვენებს იმას, თუ ვინ არის ხალხი, ვინც დღეს არის უმრავლესობაში. ჩემთვის გასაოცარი არ არის, რომ "რაშისტული" რუსეთის დავალების შემსრულებელი უმრავლესობა საბჭოთა სიმბოლიკით ულოცავს ქართველ ხალხს 9 მაისს ჯერ კიდევ დამოუკიდებელ საქართველოში.

რაც შეეხება 9 მაისს, დიდი ხანია ვამბობთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებას 9 მაისს ზეიმობს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, ამ დღეს ევროპა ზეიმობს 8 მაისს და როცა ხელისუფლება შეიცვლება და "რაშისტების" მოკავშირე ხელისუფლება ჩამოიშლება, აუცილებლად საქართველო ევროპასთან ერთად იზეიმებს ამ დღეს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია