ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა

ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“ თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პარტიისგან იმის მიუხედავად, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან.

„ჩვენთვის მიუღებელია ის ფსევდო-ლიბერალური მიმართულება, რომელიც დღეს უკვე ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ საქმიანობას - ადრე ეს ასე არ იყო, თანდათანობით უფრო მეტად იკვეთებოდა. მეორე არის ლოიალობა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ოჯახის წევრი, ევროპული პოლიტიკური პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, მათგან ელოდები მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2015 წლიდან ვართ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა, თქვენ თუ გაიხსენებთ რომელიმე ხმამაღალ განცხადებას?

გახსოვთ უამრავი განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მხრიდან. ისინი პირდაპირ კრიმინალებს უჭერენ მხარს, იმის გამო, რომ კრიმინალები არიან, მათი პარტიის კრიმინალები არიან. ასეთ დროს, „ქართული ოცნება“ როდესაც არ იღებს არავითარ ხმამაღალ მხარდაჭერას „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ანუ, ორი კრიტერიუმი გვექნება: ერთ არის ღირებულებითი თავსებადობა და მეორე - სათანადო პოლიტიკური ლოიალობა და მხარდაჭერა შესაბამისი ევროპული პარტიის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ შემთხვევაში არ გვქონდა. იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ამ ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება