პრემიერი - უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა: კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი, თუ ამის გამო უნდათ, აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ - ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვისაც ჩვენი დაჩაგვრა უნდა, ათმაგად მივუზღავთ

ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც ჩვენი ხალხის დაჩაგვრა უნდა, მათ ჩვენ ათმაგად მივუზღავთ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი , - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების" მიერ „ ევროპის სოციალისტურ პარტიის“ დატოვება შეაფასა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებთან ექნება კონსულტაციები პარტნიორობის შესახებ.

„ევროპელი სოციალისტების გაერთიანებაში ჩვენ 2015 წლიდან ვართ არა წევრის, არამედ დამკვირვებლის სტატუსით, ჯერ 8 წელი იყო დამკვირვებელი, რა უბედურებაა, მაგრამ გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. ეს პარტია ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო იდეოლოგიურ ნაწილში, მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში. ნული მხარდაჭერა, სამარცხვინო და უსამართლო რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა და ჩაგვიწერეს, თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს, კაცი, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს, აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე ეს არის უსამართლობა, ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი 30%-მა, მაშინ გაჩნდა პირველი ბზარი და მანამდეც დაწყებული იყო. დაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და კიდევ კეზერაშვილს იცავენ და კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოგიყვანოთ, ვინ იყო ინიციატორი ამ ანტიქართული რეზოლუციის?! IPP [ევროპის სახალხო პარტია] , ანუ ამ „ნაცმოძრაობის“ პარტია. მაშინ, როდესაც ევროპას უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენთვის უნდა მიენიჭებინა სტატუსი, რეალურად საწინააღმდეგო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი.

მე წავედი ამერიკული რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და კონგრესმენები დადიან და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე. თქვეს, რომ ანტიელგებეტე ფრაზები გამოიყენეო. უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ ამის გამო მათ უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ სხვა პარტიებთან გვექნება კონსულტაციები, სხვა პარტიებთან დავპარტნიორდებით, ამიტომ აქ არაფერი ხდება. ჯერ როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება, შეურაცხმყოფელია ეს დამოკიდებულება. თუ პარტნიორები ვართ, თუ რაღაც კოლეგიალობაზეა საუბარი, გავისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ამიტომ ეს იყო მიუღებელი.

ყველაფერი, რაც შეურაცხმყოფელია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისთვის და ვისაც უნდა ჩვენი ხალხის დაჩაგვრა, ჩვენ ათმაგად მივუზღავთ მათ, ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, პრემიერმა უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი ხანია არ უნახავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა