გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალია

მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად არის თავისი პოლიტიკური გარემოცვის მძევალი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებისა და სააკაშვილის გარემოცვის შემდგომი რეაქციის შეფასებისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვა კი არ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ დღესაც აქტიურად მოუწოდებს თვითდაზიანების რეჟიმის გაგრძელებისკენ.

„სააკაშვილის პოლიტიკური გარემოცვა არა თუ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე, არამედ ინტენსიურად მოუწოდებდა და დღესაც მოუწოდებს, რომ მან თვითდაზიანების რეჟიმი არ შეწყვიტოს, ვინაიდან ეს ეჩვენებათ ერთ-ერთ ყველაზე ქმედით მექანიზმად იმ სტრატეგიაში, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია რევოლუციურ სტრატეგიას ვუწოდებთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ სტრასბურგის გადაწყვეტილებას სამართლებრივად სწორი უწოდა.

„საოცარი იქნებოდა რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და საერთოდ, სააკაშვილის გარემოცვა, თუნდაც ოჯახის წევრები, დათანხმებოდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამას ახლავს ძალიან სერიოზული პოლიტიკური ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, არის სავალალო გასაცნობიერებლად, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ და ვისი ამოცანაც არის, მიაყენონ რაც შეიძლება მეტი ზიანი საკუთარ ქვეყანას. სავალალოა ისიც, რომ საკმაოდ ცნობილი გვარები, პოლიტიკოსებისა, თავისი განცხადებებით დაუპირისპირდნენ სტრასბურგის გადაწყვეტილებას და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დადგმული სცენარი და საქართველოზე პოლიტიკური შეტევა იყო კოორდინირებული. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ სძლია საღ აზრს. ფაქტობრივად, ქვეყანა, რომელიც თავისი მცირე რესურსებით იგერიებს სერიოზულ შემოტევებს გარედან და შიგნიდან, იძულებულია თავი დაიცვას ასეთი ინტენსივობით, რაც, რა საკვირველია, სერიოზულ პრობლემას უქმნის ქვეყანას და მის საზოგადოებას. ამ შემოტევაში ჩართულები არიან ადამიანები და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს შორის არიან ასევე უკრაინის პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წარმომადგენლები“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს