ნიკა მაჭუტაძე - ვაღიარებ, რომ ჩემი პირადი პოლიტიკური შეცდომაა - შეცდომა მოხდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული და ინფორმირებული არ ვიყავით

ვაღიარებ, რომ ეს არის ჩემი პირადი პოლიტიკური შეცდომა - შეცდომა მოხდა იმიტომ, რომ მოლაპარაკებებში ჩართული და ინფორმირებული არ ვიყავით - მე თვითონ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი! - ეს განცხადება დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ გააკეთა, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, ვინც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეულ სამ არამოსამართლე წევრს მხარი დაუჭირა.

მაჭუტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას სხვადასხვა კონსენსუალურ მოდელებსა და ფორმულებზე ესაუბრებოდა, თუმცა ამ თემაზე თავად ოპოზიციურ ფლანგში სწორი კომუნიკაცია არ იყო.

“იყო ფორმულა სამი-ორზე, ასევე იყო ოთხი-ერთზე ფორმულა, რაც სხვათა შორის ყველაზე აქტუალური იყო. ამასთან, ევრორეკომენდაციების 12 პუნქტში ამ თემის კონსენსუსით გადაწყვეტის საკითხი იდგა. გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ოღონდ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა რატომღაც ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო. ვიცოდით, რომ საკითხი აქეთკენ უნდა წასულიყო. გარკვეული მისაღები კანდიდიტურები ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავიარეთ.

ვაცნობიერებ იმას, რომ ჩვენი ეს პოზიცია შეიძლება იყო ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა ოპოზიციის ფლანგში. არ არსებობდა ასეთი შეთახმება და ჩვენთვის არავის არ უთქვამს, რომ ხმას არავის ვაძლევდით - ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებული და არც ინფორმირებული არ ვიყავით!

როგორც კი პარლამენტში ამბავი ატყდა და დავინახეთ, რომ პროცესი შეთანხმებული არ იყო და საერთო ოპოზიციური აზრი სხვაგვარი იყო, პროცესი მაშინვე შევწყვიტეთ და პლენარულ სხდომათა დარბაზიდან გავედით“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან სამი ვაკანსია შეივსო. 90 -ზე მეტი ხმა ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს და შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები გახდნენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია