ნინო ბურჯანაძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგანს სიამაყით აღავსებს, მაგრამ ეს დღე ამავდროულად სევდიანი და ტკივილიანია.

სანამ საქართველო არ იქნება ერთიანი, სანამ არ გადავდგამთ ნაბიჯებს დიდი სახალხო შერიგებისკენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, 26 მაისი ვერ იქნება სრულყოფილი, როგორც საზეიმო თარიღი.

ძალიან დასანანია, რომ დღესაც იგივე პრობლემებით ვხვდებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თითოეულ თანამოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი 26 მაისს საქართველო იყოს ერთიანი, ნამდვილად სუვერენული, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილად“, - ნათქვამია „ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა