პაატა მანჯგალაძე - ბიჭებო, რუსეთის ფაქტობრივი მეფე არ დაგიტოვებთ ფარული მანევრის და გარიგებების სივრცეებს - მას საქართველო ევრაზიული კავშირის მაგიდასთან უნდა - მივმართავ ე.წ. პროევროპელ „ქოცებს“ დატოვეთ „ქართული ოცნება“

ბიჭებო, რუსეთის ფაქტობრივი მეფე არ დაგიტოვებთ ფარული მანევრის და გარიგებების სივრცეებს - მას საქართველო არა ევროპაში, არამედ ევრაზიული კავშირის მაგიდასთან უნდა - მივმართავ ე.წ. პროევროპელ „ქოცებს“ დატოვეთ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, „რუსულ ჭაობს ფსკერი არა აქვს და ვინც იქ შევიდა ყველაფერი დაკარგა“.

„პუტინმა, როგორც КГБ-ს საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელმა ფაქტობრივად დაასმინა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებთან და თქვა, რომ ეგონა, საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგითო.

ბიჭებო, რუსეთის ფაქტობრივი მეფე არ დაგიტოვებთ ფარული მანევრის და გარიგებების სივრცეებს. მას საქართველო არა ევროპაში, არამედ ევრაზიული კავშირის მაგიდასთან უნდა.

ამიტომ მივმართავ ე.წ. პროევროპელ „ქოცებს“, დროზე დატოვეთ „ქართული ოცნება“, არ გამოგადგებათ ღარიბაშვილის ყურება. მას ალბათ ერთი სული აქვს მისი დახვეწილი მონის მანერები პატრონის პატრონის მაგიდასთან გამოიყენოს, რომ იქნებ უფრო დიდი კაცი გახდეს ოდესმე. რუსულ ჭაობს ფსკერი არა აქვს და ვინც იქ შევიდა ყველამ ყველაფერი დაკარგა”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა