გიორგი ბოტკოველი - რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე, ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ?  - „ქართულ ოცნებაში“  რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება, „ერთმანეთს ჭამენ", ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია

ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს კი, ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია , - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებას, თუ რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას.

„სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ, თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. კობახიძე ივარჯიშებს, თუ არ ივარჯიშებს, ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია“, - განაცხადა გიორი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. მისი თქმით, 26 მაისის ღონისძიება ცერემონიული ღონისძიებაა, სადაც წინა „პლანზე“ კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის. კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას არც შარშან დასწრებია. კობახიძის თქმით, აბსოლუტურად ხელოვნური იყო აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ და რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა.

„სპეკულაცია არის ხელოვნური და რატომ? იმიტომ, რომ ცურვასთან და ვარჯიშთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, რომ მე ამ ღონისძიებას არ ვესწრებოდი. ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არის კონსტიტუციური თანამდებობის პირები. შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ თითქოს ამ ღონისძიებაზე ცურვასთან ან ვარჯიშთან რაიმე კავშირი ჰქონდა ჩემს არ დასწრებას.

26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი. ვარჯიშთან არაფერ კავშირში არ იყო ჩემი იმ ღონისძიებაზე არ მისვლა. ისედაც ამ ღონისძიებებს არ ვესწრები. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას უსამშობლოს, რომ დაუძახებ, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, რადგან ისინი არიან ბოლშევიკები და ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-დან 2012 წლამდე. მათ შორის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და ამას აგრძელებენ ისევ დღემდე. ისინი უცხოელი აგენტები არიან“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა