ჯო ბაიდენი - ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში

ამერიკელი ხალხის სახელით თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული პარტნიორობა ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის წინწაწევას.

„ჩვენი ორი ქვეყნის ხალხს აქვს მტკიცე და უტეხი კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხალხთა შორის არსებულ ახლო კავშირებსა და ჩვენს საზიარო ღირებულებებზე, რაც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას.

ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში, შემდგომ ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის აგრესიას, რაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიის უსამართლო ოკუპაციასა და კონფლიქტისა და დაყოფის გაღვივების მცდელობებს.

მომდევნო წლებში, მოუთმენლად ველი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, რათა კიდევ უფრო უსაფრთხო და წარმატებული მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს. გისურვებთ ბედნიერ ეროვნულ დღესასწაულს“, - აღნიშნავს ბაიდენი ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი აქვეყნებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო