ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმაზე, რომ პოლარიზაციას მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ეს იქნება ძალიან ძლიერი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია დასრულდეს

GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმი ერთ-ერთი გამორჩეული პლატფორმაა, როდესაც საკითხი ეხება ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრატისლავაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, ყოველ წელს იღებს GLOBSEC-ის ფორუმში მონაწილეობას. წელსაც, ტრადიციულად, ის ესტუმრა ბრატისლავას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პანელური განხილვა საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე და მას ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასევე ისაუბრა გამოწვევებზე, რომლებიც აქვს დღეს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გვეთქვა ყველა ის საკითხი, მათი ყურადღება მიგვექცია იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს დღეს საქართველოს. პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ეს არის ნომერი ერთი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა უსაფრთხოებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა პოლარიზაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას კონსოლიდაცია სჭირდება.

„პირველ რიგში, ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ პოლარიზაციას მხოლოდ საქართველოს მთავრობა ვერ დაასრულებს. პოლარიზაციას სჭირდება კონსოლიდაცია, საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო კონსოლიდაცია ყველას მხრიდან და არა ძალისხმევა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ საქართველო დააზიანონ ამ გზაზე. ამიტომ, პოლარიზაცია აუცილებლად დაიძლევა იმ შემთხვევაში, თუ იქნება ერთიანობა და ყველა მონაწილის მზაობა ამისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მოვუწოდებთ ყველას, რომ ყველამ გადადოს თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და მობილიზდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველასთვის.

ასევე პრემიერ-მინისტრმა დღეს ისაუბრა იმაზე, რომ პოლარიზაციას მნიშვნელოვანწილად შეამცირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა, რომლის კომენტარსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის