ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - რაც პრემიერმა ილაპარაკა, იყო სრული სიმართლე - ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით თქვა, პირველად მას არ გაუჟღერებია და მსოფლიო ლიდერების ნათქვამი გაიმეორა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს“.

„საერთაშორისო პარტნიორები ჩვენი მეგობრის ნიღაბქვეშ არიან ამოფარებულები, თუმცა ხშირად გვლანძღავენ - ხოლმე. რაც პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა, ილაპარაკა სრული სიმართლე და ეს ახალი არ იყო, პირველად არავის გაუჟღერებია, თვით ზელენსკიც იძახდა ნატო-ს გულისთვის ჩვენ ომს დავიწყებთ, ვიომებთ, არ დავიხევთ უკანო. ეს ვითომ პირველად თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასეთი რაღაც შეფუთეს. ეს არაერთხელ უთქვამთ მსოფლიო ლიდერებს, დიდი სახელმწიფოს ლიდერებს და გაიმეორა პრემიერმა. სიმართლე თქვა, რასაც იმეორებდნენ სხვები, მათ შორის ზელენსკი. ოპოზიცია ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს - ხოლმე და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწების ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება. პრემიერს ეს განცხადება კი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ასე შეაფასა - „Говорит Москва!"

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის