დავით უსუფაშვილი - ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ყველასთვის შესამჩნევია - როგორც იქნა, დაიწყო  ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება

მგონია, რომ პრეზიდენტი შინაგანად მზადაა ამ ნაბიჯის [შეწყალება] გადასადგმელად, მაგრამ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ეს იქნება არამხოლოდ ჰუმანური აქტი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დიახ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, არამედ ყველაზე უკეთ წაადგება ქვეყნის ინტერესებს, იმედი მაქვს, ის სწორ დროს შეარჩევს - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, "ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ეს ყველასთვის შესამჩნევია". როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტმა როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება.

„ბოლო ხანებში, პრეზიდენტი რომ პრეზიდენტობს, მგონი, ეს ყველასთვის შესამჩნევია. ეს, პირველ რიგში, იქიდან ჩანს თუ როგორ ღელავენ და დაკარგეს წონასწორობა პრეზიდენტთან ურთიერთობაში მმართველი ძალის წარმომადგენლებმა, მათ, ვინც სალომე ზურაბიშვილის სურათის ნაცვლად, საკუთარი სურათები ჩამოკიდეს საარჩევნო კამპანიის დროს. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ პირდაპირ ამბობდნენ, რომ შეიძლება არ გავუშვათ უცხოეთში იმიტომ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამსო, არადა, პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყო ქვეყნის ინტერესებზე აქტიური საუბარი და აქტიური პოზიციების დაკავება.

რაც შეეხება მის მოქმედებებს, ვიცით, რომ პრეზიდენტის არსენალში ბევრი მოქმედება არ არის კონსტიტუციურად, ბევრს უზღუდავენ, აგერ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხში, ფაქტობრივად, გააშარჟეს პრეზიდენტის უფლებამოსილება. რაც შეეხება შეწყალების საკითხს, ეს მის დისკრეციასა და მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაშია. მე გეტყვით ჩემს პერსონალურ დაკვირვებასა და დასკვნას თუ რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მგონია, რომ პრეზიდენტი შინაგანად მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ელოდება იმ მომენტს, როდესაც ეს იქნება არამხოლოდ ჰუმანური აქტი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დიახ, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, არამედ ყველაზე უკეთ წაადგება ქვეყნის ინტერესებს, სწორედ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ გათვლაში როდის სჯობს ამ ნაბიჯის გადადგმა და როდისაა სწორი და ეფექტური, ის სწორ დროს შეარჩევს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, თუ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მის ბოლო ორ-სამ გამოსვლას შეაჯერებს, მაშინ ეს ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება.

„მგონია, რომ თუ პრეზიდენტის ბოლო ორი - სამი გამოსვლა, ბრიუსელში კომპაქტურად იქნება წარმოდგენილი, მაშინ ეს იქნება ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისი“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის