ირაკლი ღარიბაშვილი - მე ახალი არაფერი მითქვამს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა "ნატოს" მაგივრად, თქვა: "ევროპული ოჯახი"

ახალი არაფერი მითქვამს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა "ნატოს" მაგივრად თქვა, "ევროპული ოჯახი" , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც უკრაინაში ომის დაწყების მიზეზზე მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას ომის დაწყებაში ნატო არ დაუდანაშაულებია, არამედ თქვა, რომ ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა. პრემიერის თქმით, აღნიშნული არის "კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არაფერი უკვირს "მავნებელი, მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან და არც აინტერესებს, რას იტყვიან.

„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ, მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ ყოფილი და მოქმედი ლიდერების გამონათქვამებს.

[პრემიერის განცხადებიდან] სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე, თუ მესამე დღეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში, ბრატისლავაში და უბრალოდ სხვა ფორმულირებით, სიტყვა "ნატო"-ს მაგივრად თქვა, "ევროპული ოჯახი" და თქვა, რომ უკრაინა ამის გამო ისჯება. ევროპული არჩევანის გამო მოხდა თურმე ეს ომი. მე ვთქვი, რომ ნატო-ს გამო კი არა, უკრაინის სურვილის გამო მოხდა ეს ომი, ასე რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. აქ ახალი არაფერი თქმულა. მე ნატო კი არ დავადანაშაულე ამ ომის დაწყებაში. ეს ხომ აბსურდია - როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავად ოკუპირებულია, თავისი გამოწვევები აქვს, გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ადანაშაულებენ, ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. თუმცა არაფერი არ მიკვირს მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იტყვიან. მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში