პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი გეგმაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს - კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია

ჩვენი გეგმაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს - კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან ითანამშრომლოს.

“ჩვენი გეგმაა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდეს. გვინდა, ჩვენი ლიდერი თავისუფლებაზე ვიხილოთ. მიშა სააკაშვილი უნდა იყოს დიდი რეგიონული პოლიტიკური თამაშის მთავარი ფიგურა და ნაწილი. მის გარეშე ამ რეგიონის რუსული მარწუხებიდან დახსნა წარმოუდგენელია. ასევე გვინდა, რომ კოორდინაციაში ვიყოთ ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიასთან მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი იქნება ეს, თუ საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხი, რაშიც ძალიან დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ნებისმიერ მართლაც პროდასავლურ პარტიასთან.

სხვა კონკრეტულ კოალიციებსა და შეთანხმებებზე ჯერ საუბარი ნაადრევია“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - განაცხადა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მისამართით ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია