ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ სახიფათო ფსონს დებს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ სახიფათო ფსონს დებს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რაიონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“ , - ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

როგორც თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერს შესთავაზა, შექმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას, რუსი და უკრაინელი ექსპერტების, გაეროს და საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ანკარას მონაწილეობით.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა, გაგრძელდეს კონსულტაციები მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა მოხსნას დაბრკოლებები რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის, როგორც მარცვლეულის შეთანხმების ნაწილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა