კახა კალაძე - ვანო ჩხარტიშვილს არ აქვს უფლება, რომ ბიზნესი განახორციელოს?!

ვანო ჩხარტიშვილს არ აქვს უფლება, რომ ბიზნესი განახორციელოს?!, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის კითხვას თბილისის მერიის მიერ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიისთვის გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, მას ვერავინ დაუსახელებს ისეთ პროექტს, რომელზეც მერიამ მშენებლობის ნებართვა ქალაქის განვითარებას საწინააღმდეგოდ გასცა.

„და ვანო ჩხარტიშვილს არ აქვს უფლება, რომ ბიზნესი განახორციელოს?! 2017 წლიდან ვარ დედაქალაქის მერი, თქვენ ვერ მომიტანთ ვერც ერთ მაგალითს და ვერც ერთ პროექტს, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაცემული იქნა და ქალაქის განვითარებას ეწინააღმდეგებოდა. მინდა ვაღიარო, ერთადერთი შემთხვევა დიდუბეში იყო, რომელიც ჩვენი შეცდომა იყო. ერთ კონკრეტულ ეზოში სამშენებლო ნებართვა გაიცა და ჩვენივე გადაწყვეტილებით აღნიშნული ნებართვა გაუქმებული იქნა და ადგილმონაცვლეობა გაკეთებული. შესაბამისად, დედაქალაქის მერია ყოველთვის მოქმედებს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი განვითარებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მერმა ვაშლიჯვრის გზის მშენებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცოტა განსხვავებული მოდიფიკაციით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აღნიშნული პროექტი მზად იყო, მაგრამ მათ ვაშლიჯვრის გზა არ გააკეთეს.

„როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტები ხორციელდება, ცხადია, თან ახლავს პრობლემები. რა თქმა უნდა, მეწყერსაშიში ზონები, ადგილები იყო. მშენებლობის დროს გააქტიურდა კონკრეტული ადგილები და პრობლემას წარმოადგენდა, თორემ ეს პროექტი წელიწად ნახევარში უნდა დამთავრებულიყო.

აღნიშნული პროექტი, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ცოტა განსხვავებული მოდიფიკაციით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს პროექტის სახით გაკეთებული იყო, მაგრამ მათ ეს აღნიშნული პროექტი და გზა არ გააკეთეს, ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს. იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ საკმაოდ რთული რელიეფი იყო, მაგრამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის და გზის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ თან ახლდა სირთულეები, ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ყველაფრის მოგვარება და მოწესრიგება არის შესაძლებელი, ჩართული გვყავდა ადგილობრივი ექსპერტები, გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ დარგის სპეციალისტები და მათთან ურთიერთთანამშრომლობით განხორციელდა პროექტი, დღეს არის ყველანაირად უსაფრთხო, გადაადგილების თვალსაზრისით“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია „ლელოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, საბა ბუაძემ განაცხადა, რომ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, ერთ-ერთ ყველაზე გეოდინამიურ ადგილას, იქ სადაც მშენებლობა ნორმალურ ვითარებაში დაუშვებელია, კახა კალაძე და „ქართული ოცნება“ გეგმავენ, რომ მშენებლობის ნებართვა ჩხარტიშვილის კომპანიას მისცენ. მისივე თქმით, დღეს თბილისის საკრებულოს ურბანულ კომისიაზე დაგეგმილია აღნიშნული პროექტის განხილვა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია