ჯიმ ო’ბრაიენი - საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნის

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქნციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

მისი თქმით, ომის საწარმოებლად საკვანძო მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის ექსპორტის დონე რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ვინაიდან რუსეთი უკეთ უვლის გვერდს სანქციებს. ო’ბრაიენის ინფორმაციით, ევროპული კომპანიები სხვა ქვეყნებზე ჰყიდიან საქონელს, ისინი კი, სანაცვლოდ, ნაწილებს რუსეთზე ჰყიდიან.

„ამა წლის დასაწყისში რუსეთს ელექტრონიკის ზოგიერთი საკვანძო კატეგორიის რეიმპორტი ომამდელ დონეზე შეეძლო”, - განაცხადა ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, აშშ-მა ხუთი ქვეყნის იდენტიფიცირება მოახდინა, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ: საქართველო, თურქეთი, ყაზახეთი, სომხეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!