ნიკა მელიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება პარტიაში დარჩენის ან წასვლის თაობაზე, მხოლოდ ხალხთან ერთად იქნება მიღებული და არა ერთპიროვნულად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება პარტიაში დარჩენის ან წასვლის თაობაზე, მხოლოდ ხალხთან ერთად იქნება მიღებული და არა ერთპიროვნულად.

ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, მიღებული გადაწყვეტილებებით ხალხთან იყოს მართალი.

„ეს პარტია კარგავს სოლიდურობას, მიმღებლობას. ჩვენ ვცდილობთ, რომ პარტია როგორც მიმზიდველი პლატფორმა გადარჩეს. პლატფორმა, სადაც დამატებითი ამომრჩევლის მოზიდვა იქნება შესაძლებელი და შესაბამისად მის გარშემო კონსოლიდაცია.

მე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით ხალხთან უნდა ვიყო მართალი, შესაბამისად, ნებისმიერ გადაწყვეტილებას მათთან ერთად მივიღებ", - აღნიშნა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს