ირაკლი ქადაგიშვილი - ევროპარლამენტართა ნაწილის გამონათქვამები იმ პროპაგანდისტული „ჰედლაინების“ ნაკრებია, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ავრცელებენ - მათ ამ ყველაფრის უკან არგუმენტი არა აქვთ

თუ ჩვენ ევროპარლამენტართა გარკვეული ნაწილის გამონათქვამებს შევხედავთ, ეს იმ პროპაგანდისტული „ჰედლაინების“ ნაკრებია, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ავრცელებენ - მათ ამ ყველაფრის უკან არგუმენტი არა აქვთ, - ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი 8 ივნისს, ევროპარლამენტში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტართა კრიტიკულ გამოსვლებს.

ქადაგიშვილის თქმით, „ქვეყნის იმიჯის შესალახად მილიონები იხარჯებოდა და იხარჯება და ამ მილიონებს კონკრეტული აქტორები ახმოვანებენ“.

„ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები ფაქტობრივად, „ფეიკი“ აღმოჩნდა, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება. რა თქმა უნდა, ასე ადვილად უარს არ იტყვიან და არ აღიარებენ იმას, რომ სულ მცირე შეცდომაში იყვნენ შესული და საკითხი კარგად არ გაანალიზეს.

ამასთან, იყვნენ დეპუტატები, რომელთაც თქვეს, რომ დიდი შეცდომა იყო, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ყველა პარამეტრით მათზე წინ მყოფი საქართველო გახდა პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლი, რასაც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ხოლო მათი მფარველები ქვეყნის გარედან კულტივირებდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა