მამუკა ხაზარაძე - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს ვერ ვხედავთ, სხვებისთვის ჩვენი კარი ღიაა და ვისაც უნდა, შემოგვიერთდეს - ვისაც ყვითელი ფერი ან სახელი არ მოსწონს, შეგვიძლია კომპრომისზე წავიდეთ - ზოგიერთთან კონსულტაციები დაწყებული გვაქვს

როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ რუსული მთავრობა, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას - ჩვენი კარი ღიაა. ვისაც უნდა, რომ შემოგვიერთდეს - შემოგვიერთდეს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიული კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა ვისთან, არ დაუკონკრეტებია.

მან საზოგადოებას მოუწოდა, „ლელოს“ შეუერთდნენ, რადგან, მისი თქმით, „ლელო“ არის ის ძალა, რომელიც მომავალ კოალიციურ მთავრობაში წამყვან როლს მიიღებს.

„კანონმდებლობით ბლოკები აკრძალულია, შესაბამისად, სამი პარტიაც რომ გაერთიანდეს, სამი ნომერი და სამი სია ვერ იქნება. ამიტომ იქნება ერთი პარტია, ერთი ნომერი და ერთი სია. შესაბამისად, ჩვენი კარი არის ღია. ვისაც უნდა რომ შემოგვიერთდეს - შემოგვიერთდეს. ვისაც ფერი არ მოსწონს - ყვითელი ან სახელი, ეს არის ტექნიკური საკითხი და შეგვიძლია ამაზე კომპრომისზე წავიდეთ, მაგრამ როცა ლაპარაკია, როგორ დავამარცხოთ ის რუსული მთავრობა, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებას, რომ ჩვენი კარები არის ღია. მობრძანდნენ, კონსულტაციები დავიწყოთ. ზოგიერთთან დაწყებული გვაქვს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, პარტია „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებასა და თანამშრომლობას არ განიხილავს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ბოლო პერიოდში განვითარდა და წინა პლანზე წამოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან იმ 9-წლიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, კერძოდ, მერაბიშვილი და ძმანი მისნი, ჩვენ ამ პარტიასთან ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავთ, თუმცა ვხედავთ, ძალიან დიდ პოტენციალს საზოგადოების წარმომადგენლებთან, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, დიპლომატიის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან, რომლებსაც უნდათ აქტიურად ჩაერთონ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობაში და ამით ვართ ახლა ჩვენ დაკავებული,“ - აღნიშნა ხაზარაძემ.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, დღევანდელ პარტიულ კონფერენციაზე „ლელოს“ უახლოესი თვეების გეგმები დაისახა.

„შემოდგომაზე ჩვენ ჩავატარებთ თბილისის ორგანიზაციის არჩევნებს და მოვემზადებით „ლელოს“ დიდი ყრილობისთვის, რომელიც ჩატარდება დაახლოებით, მომავალი წლის გაზაფხულზე. ჩვენ დავნერგავთ ახალ სისტემას არჩევნების, სადაც „ლელოს“ თითოეული წევრი მიიღებს მონაწილეობას. ამ სქემაზე ვმუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, ნამდვილი პარტია არის ქვემოდან ზემოთ დაშენებული პარტია, სადაც თითოეული პარტიის წევრი პარტიის გადაწყვეტილებებში პირდაპირ იღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით