ნიკოლოზ სამხარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პიეირ ალექსანდრ ანგლადს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიეირ ალექსანდრ ანგლადთან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემებს წარმოადგენდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

„ფრანგმა კოლეგამ აღნიშნა, რომ საფრანგეთის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით შეცვლილია და შესაბამისად, საქართველო სამომავლოდ მოიაზრება როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მან, ასევე გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს ეწვიოს კომიტეტის დელეგაციასთან ერთად", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ფრანგი დეპუტატი დაინტერესდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით და თუ რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ.

შეხვედრაში მონაწილეობდა საპარლამენტო დელეგაციის წევრი დავით სონღულაშვილი.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა