ბექა ოდიშარია - საქართველო  მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია

საქართველო მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია, - ამის შესახებ კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბექა ოდიშარიამ ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის სეიმის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ინგრიდა ცირცენთან შეხვედრისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ბექა ოდიშარიამ და დელეგაციის წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა სასჯელაღსრულების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.

„საყოველთაოდ აღიარებულია, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ლატვია სამაგალითო ქვეყანაა და ამ მიმართულებით ლატვიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

საქართველო მომავალშიც მტკიცედ გააგრძელებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც ევროპული ტრადიციების ფუნდამენტური ნაწილია", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალურ სტატისტიკაშია აღნიშნული.

„დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად არის შემცირებული საქართველოს წინააღმდეგ მიმართული საჩივრებისა და საქმეების რაოდენობა.

ლატვიის მხარემ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

საპარლამენტო დელეგაციის წევრების განმარტებით, ლატვიის რესპუბლიკის ხელისუფლება ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საზოგადოებრივ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგრიდა ცირცენს შეხვდნენ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს