„რა? სად? როდის?" - ევროკავშირი მოსწავლეებისთვის თამაშების ერთწლიან მარათონს იწყებს

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ.

მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.

„ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ყველა ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ, „რა? სად? როდის?" ევროპული ტურით, ჩვენ შევძლებთ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ცოდნა მხიარული და სახალისო გზით გავუზიაროთ", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელმა აგატა ნიებოიმ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტ რაიონში, აგრეთვე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება VIII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „რა? სად? როდის?" თამაშების სერიას ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე გაუძღვება და თამაშების წამყვანები კლუბის სხვა წევრებიც იქნებიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი