ლევან ხაბეიშვილი - მე ვაკეთებ პრეზენტაციას და ნიკა მელია რა შუაშია, რატომ უნდა იყოს მოწვეული? - მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით?

პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით? მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის, - ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ იმყოფება პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ღონისძიებაზე, სახელად “შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება”, სადაც ლევან ხაბეიშვილი მისი თავმჯდომარეობის 100 დღის ანგარიშს წარადგენს.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე მხოლოდ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები მოიწვიეს.

„მე ვაკეთებ პრეზენტაციას და ნიკა მელია რა შუაშია? რატომ უნდა იყოს მოწვეული? მელია არც დიპლომატიური კორპუსის წევრია და არც არასამთავრობო ორგანიზაციის. პარტიას 500 000 წევრი ჰყავს და სხვაზე რატომ არ მეკითხებით?

პარტიის ხელმძღვანელობა 100 დღის ანგარიშს აბარებს, შესაბამისად მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია. მოვიწვიეთ მხოლოდ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ როგორი დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს ყველაზე ძლიერ პარტიაში. სხვა მოწვეული პირები ამ ღონისძიებაზე არ არსებობენ”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის