უკრაინის გენშტაბი - უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად, კონტროლი 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე დაიბრუნა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად რუსი ოკუპანტებისგან 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების ოკუპანტებისგან გაწმენდას. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფელ ტოკმაჩკასთან ახლოს 3 კილომეტრით წინ წაიწიეს, დონეცკის მიმართულებით, სოფელ ველიკა ნოვისილკასთან კი - 7 კილომეტრამდე.

„დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კონტროლის ქვეშ 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაბრუნდა“, - აღნიშნა გრომოვმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება