გიორგი ბოტკოველი - პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის და ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ - მეტი ჩართულობაა საჭირო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ პრობლემები დროულად მოგვარდეს

მე ვხედავდი, რომ მაშველები აქტიურად იყვნენ ჩართულები, მაგრამ მეტი ჩართულობაა საჭირო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. აქ ამაზეა საუბარი, თორემ აქ ვინ ვის დაუპირისპირდება, ვის ვინ მოუვარდება არ არის მნიშვნელოვანი, არავის, არავის მოვარდნის არ ეშინია ეს ერთი და ხალხს აინტერესებს, პრობლემები დროულად მოგვარდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა გურჯაანში მომხდარ ინციდენტთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, უნდა დაიწყოს ზარალის დათვლა და ანაზღაურება.

„არ ვიცი ვინ რას მედავება, მთავარია, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სტიქიასთან ბრძოლის გამოცდილება. მე პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ როგორც გურჯაანის მიმართ, საგარეჯოს, თელავის მიმართ და ყველა მუნიციპალიტეტის მიმართ. რა თქმა უნდა, გუშინაც ვიყავი აქ და დღესაც ვიქნები. არავინ ამბობს, რომ არ მუშაობდნენ გუშინ. მე ვხედავდი, რომ მაშველები ჩართულები იყვნენ, აქტიურად მუშაობდნენ, მაგრამ მეტი ჩართულობაა საჭირო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, აქ ამაზეა საუბარი, თორემ აქ ვინ ვის დაუპირისპირდება, ვის ვინ მოუვარდება არ არის მნიშვნელოვანი. არავის არავის მოვარდნის არ ეშინია ეს ერთი და ხალხს აინტერესებს, რომ დროულად მოხდეს პრობლემების მოგვარება. გარდა იმისა, რომ დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ამასთან ერთად უნდა დაიწყოს იმ ზარალის დათვლა და ანაზღაურება, რომელიც ხალხს ინდივიდუალურად მიადგა, ეს არის წლის მოსავალი, რის იმედზეც იყვნენ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება