ახალ MacBook Air 15“ M2-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო

საქართველოში ახალი MacBook Air M2-ის წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. Apple-ის მოყვარულებს 15.6“ დიაგონალიანი, ახალი MacBook Air M2-ის შეძენა 23 ივნისიდან შეეძლებათ. დღეიდან კი მისი წინასწარი შეკვეთა Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებშია შესაძლებელი.

Apple-მა განახლებული 15.6 დიუმიანი MacBook Air-ის გამოშვების შესახებ 6 ივნისს განაცხადა. სიახლე, რომელიც წინა მოდელების საუკეთესო ტექნიკურ განვითარებას აერთიანებს, MacBook Air ხაზის უახლესი დამატება გახდა.

მხოლოდ 16 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, MacBook Air 15“ M2 ჩიპით შეძენას Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან ყველაზე ხელსაყრელი პირობებით შეძლებთ: 12 თვიანი უპროცენტო განვადება თიბისი ბანკისგან და 100 ლარი ქეშბექი Apple-ის აქსესუარების შესაძენად.

წარმოუდგენლად თხელი, 15 დიუმიანი MacBook Air-ი აღჭურვილია Liquid Retina დისპლეით, რომელიც აღბეჭდავს ყველა დეტალს ვიდეოს რეჟიმშიც კი. MacOS მშვენივრად მუშაობს Magic Keyboard-თან, iPhone-თან და iPad-თან.

MacBook Air 13“ M2-თან შედარებით, ახალ მოდელს აქვს გაუმჯობესებული ბატარეა და ახალი აუდიო სისტემა. სამი მიკროფონი უკეთესად ფოკუსირებს თქვენს ხმაზე, ახშობს ხმაურს თქვენს ირგვლივ. ექვს დინამიკიანი ხმის სისტემა და Spatial Audio საშუალებას გაძლევთ სრულად შეიგრძნოთ მუსიკა.

MacBook Air 13“ M1 ჩიპთან შედარებით, ახალ მოდელს რამდენიმე უპირატესობა აქვს:

- M2 ჩიპის წყალობით, წარმადობა 20-40%-ით გაუმჯობესდა.

- ძლიერი გრაფიკული პროცესორი, 24 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება.

- უფრო მკვეთრი Liquid Retina დისპლეი ფართო ფერთა გამით.

- ახალი ხმის სისტემა 6 დინამიკით, სივრცითი აუდიო და 3 მიკროფონით.

- გაუმჯობესებული ბატარეა, კვების ადაპტერი და FaceTime HD კამერა.

სიახლე ხელმისაწვდომია Midnight, Starlight, Space Grey და Silver ფერებში.

ახალი MacBook Air M2 15 დიუმიანი Retina დისპლეით, ხელმისაწვდომია 23 ივნისიდან, საქართველოში ავტორიზებული რესელერი კომპანიების მეშვეობით. ფასის და წინასწარი შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

iSpace, Alta, Elit, iTechnics, iPlus, Kontakt Home, iStore.

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია