გიორგი ჩალაძე - განცხადებები, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კეთდება, წმინდა წყლის სპეკულაციაა და მუქარა პრეზიდენტისადმი, რომ უბრალოდ გააჩუმონ

განცხადებები, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კეთდება, არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მუქარა პრეზიდენტისადმი, რომ უბრალოდ გააჩუმონ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას და მის პოლიტიკურ აჟიტირებას.

„ძალიან სამწუხაროა რაც ვიხილეთ განცხადებები კლინიკის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ეს არის მუქარა პრეზიდენტ სააკაშვილზე, კიდევ ერთი პოლიტიკური ზეწოლა, რომ გააჩუმონ. პრეზიდენტი სააკაშვილისადმი მუქარების მცდელობები იქნება წარუმატებელი, რადგან ის ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მოწამვლისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რომელიც მას „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ამასთან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ შეცვლილა.

„მოწამვლა არ გაუუქმებია არავის, მოწამვლის ეფექტების ალაგების თერაპია არ მიმდინარეობს, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ რაღაც გაუმჯობესდა, არის სრული ტყუილი. ეპიზოდური პროგრესი რაც შეინიშნება არის იმის ბრალი, რომ გადასხმა ხდება ერითროციტული მასის, ეს არის და ეს. დღეს მას ისევ ჰქონდა მაღალი სიცხე და მაღალი წნევა. ყველა დანარჩენი მსჯელობა ამ თემაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია“, - განაცხადა ლევან მეტრეველმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს