თინა ბოკუჩავა სააკაშვილზე - „ქართულ ოცნებას“ ეტყობა არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ

„ქართულ ოცნებას“ ეტყობა არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე, ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა "ქართულ ოცნებას" ბრალდებებზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა.

ბოკუჩავას შეფასებით, სააკაშვილის განცხადება, რომ მზად არის ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისასალმებელია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი საქართველოში კომფორტისთვის არ ჩამოსულა.

„ქართულ ოცნებას" ეტყობა არც საკუთარი ისტორია ესმის და არც სხვა ქვეყნების ისტორიიდან იცის რაიმე. მაგალითად ნელსონ მანდელას პატიმრობა მაინც შეუძლიათ შეისწავლონ, რომელიც არაადამიანური მოპყრობის და წამების სამიზნე იყო მრავალი წლის განმავლობაში, შემდეგ ის დაბრუნდა პოლიტიკაში. არაადამიანური, წამების ტოლფასი მოპყრობა არ გამორიცხავს, რომ ადამიანმა შემდეგ მაინც შეძლოს სხვადასხვა სახით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ქვეყნისთვის სიკეთე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, ბოკუჩავა გამოეხმაურა ოპოზიციური ერთობის შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას და აღნიშნა, რომ საარჩევნოდ ფორმალური ერთობის შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა, კოორდინაცია მნიშვნელოვანია.

"ფორმალური ბლოკები არ არის დაშვებული, მაგრამ კონსოლიდაცია და ურთიერთდაპირისპირების რეჟიმის გამორიცხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთავარი სამიზნე არის რუსული რეჟიმის ცვლილება და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის