რომან გოცირიძე - ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება - ახლა მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და პრორუსულ განცხადებებზე მაინც აიღოს პაუზა

ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება დანაშაული იქნება - ახლა მთავარია „ქართულმა ოცნებამ“ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და პრორუსულ განცხადებებზე მაინც აიღოს პაუზა, - ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრებს, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.

გოცირიძის თქმით, ხელისუფლება ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ არაფერს აკეთებს და ფაქტობრივად, ნაბიჯი წინ არ გადადგმულა.

„ის რაც შესრულდა, ფორმალური ხასიათისაა. ალბათ, იქნება შენიშვნები. შანსი წლის ბოლომდე არის - თუ რეკომენდაციები არ შესრულდა, რიტორიკას მაინც შეცვლიან და საშინელ ანტიდასავლურ განცხადებებს შეწყვეტენ, რაც საქართველოს კანდიდატობას კიდევ უფრო აშორებს. კანდიდატის სტატუსის მიღებას მთელი ქვეყანა ელოდება და თუ ეს მოხდა, შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა