სერგეი შოიგუ - უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით დარტყმების განხორციელებას გეგმავს - ეს კონფლიქტში აშშ-სა და ბრიტანეთის სრული ჩართვა იქნება

ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ყირიმზე, დარტყმების განხორციელებას Himars-ისა და Storm Shadow-ს რაკეტებით გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი კონფლიქტში აშშ-სა და ბრიტანეთის სრული ჩართვა იქნება და რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა