ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს, ეს საკითხი დახურულია

„ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს! - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის კვლავ განხილვას გეგმავს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს კითხვა საქართველოს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებსაც აქვთ.

„ეს კითხვა მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ ჩვენი გუნდის სახელით მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს მიუბრუნდეს ე.წ. „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი დახურულია და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება