გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები ბელგიაში გაემგზავრებიან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ერთობლივი პროექტი „ბავშვები თანასწორობისათვის“ დასრულდა.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლეების დახმარებას თანასწორობის უფლების არსის გააზრებაში, თანასწორობის უფლების დაცვისა და განვითარების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობასა და ამით ამ უფლების განმტკიცებას საზოგადოებაში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ორ თვეს და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომელშიც თბილისისა და რეგიონების 600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

„მოსწავლეების პროექტებში სხვადასხვა ასპექტით მოცემული იყო მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, ადამიანებზე, საზოგადოებასა და სამშობლოზე ზრუნვა.

საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, გამოავლინა 3 საუკეთესო პროექტი:

  1. „უთანასწორობით გამოწვეული საგანმანათლებლო პრობლემები რეგიონებსა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“

(ანა შამათავა, ნინი ქათამაძე - სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის მე-12 კლასის მოსწავლეები);

  1. ფორუმ-თეატრი „მომავალი ძალადობის გარეშე“

(სესილი დავლაძე, მარიამ შარაშენიძე - ზესტაფონის №5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე);

  1. „ ჩვენ ვირჩევთ თანასწორობას“ (სალომე ხურცილავა, მარიამ დათიაშვილი - რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები).

პროექტის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა მერი ლომიამ შეაჯამა შედეგები, ხოლო რექტორის მოადგილემ გიორგი მირიანაშვილმა და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ვიცე პრეზიდენტმა სოფო კილაძემ დაასახელეს გამარჯვებული პროექტები და მათ ავტორებს გადასცეს პრიზები.

უნივერსიტეტის გადაწყვეტილებითა და ფინანსური მხარდაჭერით, გამარჯვებული მოსწავლეები 2023 წლის 11-15 ოქტომბერს გაემგზავრებიან ბელგიაში, ეწვევიან ბრიუსელსა და ბრიუგეს, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატო-ს შტაბ-ბინას, შეხვდებიან ევროპარლამენტარებსა და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში.

პროექტის ყველა მონაწილემ მიიღო გრუნის 20%-იანი სასწავლო გრანტი და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის უნივერსიტეტმა მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა: სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის, რუსთავის მე-18 საჯარო სკოლის, სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესის“, ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორებსა და ზესტაფონის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი